სომხეთის საპარლამენტო არჩვენები და ჯავახეთი

27  მარტს ახალქალაქში სამხცე-ჯავახეთისა და ქვემო-ქართლის სომხური ორგანიზაციების საბჭომ პრეს-კონფერენცია გამართა. პრეს-კონფერენციაზე გაკეთდა მიმართვა, რომელშიც მათ მოუწოდეს სომხეთში მცხოვრებ ჯავახელებს,  სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმა მისცენ  „ სომხეთის რევოლუციურ ფედერაციას“ (დაშნაკცუტიუნ).

სამხცე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური ორგანიზაციების საბჭომ შეხვედრები გამართა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებთან, წერს სააგენტო jnews.ge.

საბჭო წინასჭარ გაეცნო პოლიტიკური პარტიებისა და კოალიციების წინასაარჩევნო პროგრამებს. მათი უმრავლესობა აღნიშნავს ქართულ-სომხური ურთიერთობების პრიორიტეტულობას. თუმცა, შეხვედრების დროს გამოთქმული პოზიციების მოსმენის შმდეგ, საბჭო აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილე 9 პოლიტიკური ძალიდან, მხოლოდ „სომხეთის რევოლუციურ ფედერაციას“ (დაშნაკცუტიუნ) გააჩნია წიინასაარჩევნო პროგრამაში ცალკე პუნქტი ჯავახეთის შესახებ. საპარლამენტო ფრაქციას „სომხეთის რევოლუციური ფედერაცია“ (დაშნაკცუტიუნ), გაუმართავს შეხვედრები საქართველოს პოლიტიკურ ძალებთან და მათთან ჯავახეთის მთელ რიგ პრობლემებზეც უსაუბრია.

როგორც საბჭოს კოორინატრი არტაკ გაბრიელიანი ამბობს: „აღნიშნული შეხვედრები არ არის მიმართული ვინეს წინააღმდეგ. ისინი სომხეთისა და საქართველოს სტაბილური ურთიერთობების განვითარებას ემსახურება და ასეთ კონტექსტში ჯავახეთის რეალური პრობელემების გადაწყვეტას უწყობს ხელს“.

მისივე თქმით „სომხეთში არსებობს უხილავი კვოტა დაახლოვებით 400,000 ჯავახელის სახით“.

წლების განმალვობაში საბჭო იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბევრი პრობლემა დაკავშირებულია არა მხოლოდ ოფიციალურ თბილისთან, არამედ ოფიციალურ ერევანთან.

„იმისათვის, რომ ობიექტურები ვიყოთ, ჩვენ ვაცხადებთ, რომ დღესითვის ჩვენ პრობლემები გვაქვს თბილისთან, მაგრამ პრობლემა ასევე ოფიციალურ ერევანთანაც გვაქვს. არესებულ ხელსაყრელ ვითარებაში, ანუ სომხურ-ქართული  ურთიერთობების  და საქართველოში  სომხებისადმი ახალი მთავრობის მიერ ფორმირებული  პოზიციების გათვალისწინებით, შევეცდებით, რამდენადაც შესაძლებელია ხალხის სასარგებლოდ, ვიმოქმედოთ ჯავახეთისა და საქართველოს განვითარების მიმართულებით“-აღნიშნა არტაკ გაბრიელიანმა.

საუბრის ბოლოს გაბრიელიანმა აღნიშნა, რომ მათი მთავარი მიზანია შეიქმნას სომხეთის პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის პრეცედენტი.

Leave a Reply