ნატახტართან ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

7 სექტემბერს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა აცხადებს Shamshyan.com.

გამთენიას, 04:00 საათზე ნატახტართან ერთმანეთს Mercedes-Benz-ის მოდელის ავტომანქანა რუსული ნომრებით 0961 XA 777  და ავტომობილი Setra ნომრებით  24 OR 444 ერთმანეთს შეეჯახნენ.
ავარიის შედეგად Mercedes-ის მძღოლი და მგზავრები ადგილზე დაიღუპნენ, ხოლო ავტობუსის 11- მა მგზავრმა დაზინებები მიიღო.

Shamshyan.com-ის ინფორმაციით, ავტობუსი ერევანში მცხოვრებ გორ თადევოსიანის სახელზეა დარეგისტრირებული, რომელსაც მგზავრები რუსეთში გადაჰყავდა.

წინასწარი ინფორმაციით შემთხვევა Mercedes-ის მძღოლის შეცდომით მოხდა.

საქართველოში სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად სომხეთის ორი მოქალაქე დაიღუპა, სამი კი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით მცხეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

Leave a Reply