სომხეთში პოლიტიკური კრიზისის ყველა წინაპირობაა

სომხეთში ყველა წინაპირობაა იმისთვის, რომ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს, წერს სომხური გამოცემა Armtimes.

გამოცემის მიხედვით, ბოლო პერიოდის სამოქალაქო სექტორსა და პოლიტიკური ძალების წარმომადგენელთა დაპირსპირებები პოლიტიკური კრიზისის ტენდენციას ზრდის. გარდა ამისა, სომხეთის რესპუბლიკურ პარტიაში, რომელიც პოლიტიკურ უმრავლესობას წარმოადგენს შიდა გაურკვევლობაა.

სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-6 თავის მოთხოვნების შესაბამისად, ეროვნულ ასამბლეას პარტიებმა 30 აპრილამდე პრემიერ-მინისტრის კანდიდატი უნდა წარუდგინოს. 1-ელ მაისს ეროვნულმა საბჭომ პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიოს. სერჟ სარგსიანის გადადგომის 7 დღის ვადაში არჩევნები ტარდება დადგენილი წესით. თუ პირველი მაისის არჩევნების შედეგად არც ერთი კანდიდატი არ მიიღებს ხმათა უმრავლესობის, კარენ კარაპეტიანი 7 დღის ვადით ისევ დარჩება პრემიერ-მინისტრი, ხოლო 8 მაისს დაინიშნება ხელახალი არჩევნები, რომელშიც დეპუტატთა 1/3 წარადგენს კანდიდატურას. თუ ამ შემთხვევაშიც არ აირჩიეს პრემიერი, ერთი კვირის ვადაში ეროვული ასამბლეა არსებული შემადგენლობით დაიშლება.

საქმე იმაშია, რომ სამოქალაქო მოძრაობის ხელმძღვანელი ნიკოლ ფაშინიანი, რომელმაც შეძლო საჯარო მოძრაობის შექმნა, რამაც სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ნაბიჯების თანმიმდევრობა დაარღვია, ითხოვს რომ პრემიერად აირჩიონ ხალხის უმრავლესობისთვის პოპულარული კანდიდატი, ხოლო რესპუბლიკური პარტია აცხადებს, რომ ისინი ეროვნულ ასამბლეის უმრავლესობას წარადგენენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას  სახელმწიფო ინტერესის შესაბამისად მიიღებენ.

armtimes.am

 

Leave a Reply