მომდევნო დღეებში აქციები ერევნიდან გიუმრისა და ვანაძორში გადაინაცვლებს

26 აპრილს, ერევნის ცენტრალურ რესპუბლიკის მოედანზე შეკრების დროს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 27 და 28 აპრილს შეკრებებს გამართავს სომხეთის ქალაქებში გიუმრისა და ვანაძორში.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ 27 აპრილს, 6 საათზე, მათი აქცია გაიმართება არა ერევანში, არამედ ქალაქ გიუმრიში და 28 აპრილს, 3 საათზე ქალაქ ვანაძორში. მან თავის მხარდამჭერებს მოუწოდა ერევანში ამ ორი დღის განმავლობაში ყველა მოქმედებები შეაჩერონ.

“ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმას ვაპირებთ, რომ ერევანში ჩვენი აქტივისტებმა 1-2 დღის განმავლობაში დაისვენონ და ძალები აღიდგინონ. მაგრამ თუ ერევანში არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჩემსავით დასვენება არ სჭირდებათ, ხვალ, 15:00 საათზე, მანქანებით შემოგვიერთდნენ და გიუმრისკენ წავიდეთ. ხოლო 29, 30 აპრილს და 1 მაისს ყველა ჩვენი ოპერაცია ერევანში აღდგება, უპრეცედენტო მოცულობით და ახალი ძალით”, – განაცხადა ფაშინიანმა.

Leave a Reply