ერევანში ფრანკოფონიის მე-17 სამიტი დაიწყო

დღეს, ერევანში, კარენ დემრჭიანის სახელობის სპორტისა და კონცერტის კომპლექსში ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-17 სამიტი დაიწყო.

სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ უცხოელ დელეგაციებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი მაიკლ ჟანი მასპინძლობს.

11-12 ოქტომბერს, ერევანში ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-17 სამიტი იმართება. კვირას, 7 ოქტომბერს, ერევანში ფრანკოფონიის მუდმივმოქმედი საბჭოს 105-ე სესია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სრულუფლებიანი, ასოცირებული და დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციებისა და მთავრობების ასამდე მაღალი დონის დელეგაცია და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის პარტნიორი ორგანიზაციები.

ფრანკოფონიის სამიტზე წარმოდგენილია 83 ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია, ასევე ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ათზე მეტი პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი.