საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიძღვნილი კონცერტი

22 ოქტომბერს ელჩი გიორგი საგანელიძე მეუღლესთან ეკატერინე ბაქრახესთან ერთად დაესწრო კონცერტს მამიკონ ნაჰაპეტოვის (ფორტეპიანო) და დიმიტრი ბოქოლიშვილის (კლარნეტი) მონაწილეობით, რომელზეც ასევე შესრულდა ახალგაზრდა კომპოზიტორის ჰოვჰანნეს ჰამბარძუმიანის ნაწარმოებები.

კონცერტი ეძღვნებოდა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. კონცერტის შემდეგ საელჩოში შედგა მიღება, რომელზეც დაპატიჟებულები იყვნენ კონცერტის მონაწილეები, ორგანიზატორები, ქართული სათვისტომო „ივერიას“ წარმომადგენლები და სხვა სტუმრები.

ფოტო ეკა ბაქრაძის ფეისბუქის გვედიდან.

Leave a Reply