დაიღუპა 19 და დაშავდა 80 მშვიდობიანი მოქალაქე – ომბუდსმენი

არცახის ადამიანის უფლებათა დამცველის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან- 27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად არცახის 19 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვი გოგონა, 7 ქალი და 11 მამაკაცი.

”ბავშვი, ხუთი ქალი, ოთხი კაცი მათი სახლის ეზოში მოკლეს, ხოლო სხვები სხვადასხვა  საზოგადოებრივ (ცენტრალური მოედანი, რაიონი) ადგილებში. გარდაცვალების შემთხვევები სტეფანაკერტში (7 ადამიანი), მარტუნიში (6 ადამიანი), ჰადრუთში (1 ადამიანი) და მარტაკერტში (3 ადამიანი), ალაშანის დასახლებაში (1 ადამიანი) იყო“, – განაცხადა არცახის ადამიანის უფლებათა დამცველმა.

იმავე წყაროს თანახმად, ჯამში დაშავდა დაახლოებით 80 ადამიანი, რომელთაგან 60-მა სერიოზული დაზიანება მიიღო.