სომეხი ვარსკვლავები თბილისში კონცერტს გამართავენ

6 ნოემბერს, თბილისს ცნობილი სომეხი ვარსკვლავები ეწვევიან და კონცერტს გამართავენ.

საკონცერტო პროგრამა საქართველოში სომხური ეპარქიის “ჰაიარტუნ” ცენტრმა და “Istar Production”-მა ერთობლივად წარადგინეს.

მიჰრან წარუკიან, ვაჩე ამარიან, ერიკ კარაპეტიან, არფი გაბრიელიან, გორ ჰაკობიან, მავრ მკრტჩიან თბილისის საკონცერტო დარბაზში 6 ნოემბერს, 20:00 საათზე გამართავენ კონცერტს. საკონცერტო პროგრამას არმენ პოღოსიანი ჩაატარებს.

ბილეთების შეძენა ონლაინ შესაძლებელია TKT.ge -ის ვებ-გვერდზე.
დაწვრილებით ინფორმაციისთვის დაუკაშირდით ნომერზე: +995 558 664 810.

Leave a Reply