სოფელ დადეშის მაცხოვრებლები პირუტყვის მასობრივი ქურდობის გამოძიებას მოითხივენ

სამი თვეა, რაც სოფელ დედეშში ცხოველები ქრება ან იპარავენ. დამნაშავე ჯერ არ დაუჭერიათ, დაზარალებულები კი უიმედოდ არიან და სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.

სოფელში თოვლით დაიფარა გომურების კარიც უკვე, შიგნით კი საქონელი არ არის და პატრონებიც არ შედიან. ამ გომურების მფლობელები, სამი თვის განმავლობაში მოუთმენლად ელოდებენ იმას, თუ ვინ გაარკვევს მათი საქონელის ბედს და დააბრუნებს მათ ცხოველებს. გარდა ამისა, ცხოველების მოპარვას მოჰყვა ყაჩაღობა, რის შედეგადაც სამი ოჯახი დაზარალდა.

სოფელ დედოფლის მოსახლეობა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობით იმედგაცრუებულია. ისინი ჩივიან, რომ ჯერ არავინ დასჯილა და ჯერჯერობით ქურდიც არ აღმოუჩენიათ.

დაზარალებულებმა პრემიერ-მინისტრს წერილი გაუგზავნეს და პასუხად მიიღეს, რომ შესაბამისი ორგანოები ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობენ.

მითი თქმით, პრობლემა არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ქურდობაში, არამედ საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაშიცაა.

დაზარალებულებმა ასევე მიმართეს სამცხე-ჯავახეთში ადამიანის უფლებათა დამცველის ოფისს.

ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა განაცხადა, რომ ისინი არ არიან ვალდებულნი, რომ ქურდობაში ზიანის ანაზღაურება გადაიხადონ, თუმცა სასოწარკვეთილი დაზარალებულებისთვის გამოსავლის საპოვნელად, შესაძლოა გარკვეული გადაწყვეტილება მიიღონ.

დადეშის მაცხოვრებლები ელოდებიან მეორე წერილის პასუხს, რომელიც მათ კვლავ პრემიერ-მინისტრს გაუგზავნეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ კონკრეტული გადაწყვეტილების იმედი არ აქვთ, მათი თქმით, უმოქმედოდ არ დარჩებიან.

jnews.ge

Leave a Reply