მხითარიანი ოფიციალურად “არსენალის” მოთამაშეა

სომხეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ჰენრიკ მხითარიანი უკვე ლონდონის “არსენალის” ოფიციალური მოთამაშეა. ამაზე საფეხბურთო კლუბმა განაცხადა თავის გვერდზე გამოაქვეყნა და ინფორმაცია სოციალური ქსელებითაც გაავრცელა.

ბრიტანული მიდიასაშუალებების თანახმად, მხითარიანმა ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა ლონდონის “არსენალთან”. მისი ხელფასი კვირაში 142, 000 ევრო იქნება.

მხითარიანი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2016 წელს გადავიდა დორტმუნდის “ბორუსიიდან”. “წითელმა ეშმაკებმა” მასში 30 მილიონი ევრო გადაიხადეს. მას ხელმოწერილი ჰქონდა 4  წლიანი ხელშეკრულება, ხოლო ხელფასი წლიურად 12 მილიონ ევროს შეადგენდა.

 

Leave a Reply