კვლევა – მსოფლიოში შობადობის რიცხვი შემცირდა

მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს თითქმის ნახევარ ქვეყანაში „ბავშვების დეფიციტია“, – ეს ნიშნავს იმას, რომ პოპულაციის რაოდენობის შენარჩუნებისთვის, ქვეყანაში ბავშვების არასაკმარისი რაოდენობაა.

მკვლევრები აცხადებენ, რომ შედეგი მათთვის გასაოცარი იყო. მათი თქმით, მსოფლიოს მალე უფრო მეტი ბებია და ბაბუა ეყოლება, ვიდრე შვილიშვილი.

1950-იან წლებში ქალებს საშუალოდ 4 შვილი ჰყავდათ. გასულ წელს ეს რიცხვი ორამდე შემცირდა, თუმცა დიდი განსხვავებაა ქვეყნებს შორისაც. მაგალითად, ნიგერში ერთ ქალს საშუალოდ 7 შვილი ჰყავს, მაშინ როდესაც კვიპროსზე ქალი მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთს აჩენს.

ექსპერტების თქმით, ეკონომიკურად უფრო განვითარებულ ქვეყნებს, შობადობის მაჩვენებელი უფრო დაბალი აქვთ.