სომხეთის მთავრობის მომავალი წლის ბიუჯეტი 4,4 მილიარდი დრამით გაიზარდა

სომხეთის პარლამენტში ქვეყნის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის წინასწარი განხილვები გაიმართა. სხდომაზე  მთავრობის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვაჰე სტეფანიანმა აღნიშნა, რომ მთავრობის ადმინისტრაციის  სახელმწიფო მმართვის ფონდის საშუალებით მიმდინარე პროექტებისთვის18 მილიარდი 591 მილიონი სომხური დრამი გამოიყოფა.

2017 წელთან შედარებით ბიუჯეტის მაჩვენებელი  4,4 მილიარდი დრამით გაიზარდა, რაც განპირობებულია მთელი რიგი ფაქტორებით, მათ შორის, პრეზიდდენტის ადმინისტრაციიდან გარკვეული პროქეტების გადატანით მთავრობის ადმინისტრაციაში.

სტეფანიანის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის ხერჯებისთვის 2 მილიარდი 234 მილიონი დრამი გამოიყო, ადმინისტრაციის ხარჯების დანამატი კი 500 მილიონ დრამს წარმოადგენს.

Leave a Reply