სარგსიან-ალიევის შეხვედრა 16 ოქტომბერს შედგება

ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ინიციატივით, 16 ოქტომბერს ჟენევაში შვეიცარიის კონფედერაციაში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართება, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიის დეპარტამენტი იუწყება.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის რესპუბლიკური პარტიის(სრპ) უზენაესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, სრპ-ს ვიცე-პრეზიდენტმა არმენ აშოტიანმა განაცხადა, რომ მომავალ კვირაში ჟენევაში ჩატარდება სარგსიან-ალიევის შეხვედრა.

Leave a Reply