აზერბაიჯანი ერევანში დაგეგმილ ევროპის ფარიკაობის ჩემპიონატზე მონაწილეობას არ მიიღებს

აზერბაიჯანის ფარიკაობის ნაკრები მონაწილეობას არ მიიღებს ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატში, რომელიც ერევანში გაიმართება, წერს აზერბაიჯანული საინფორმაციო ვებ-გვერდი haqqin.az.

აზერბაიჯანის ფარიკაობის ფედერაციამ მედიას განუცხადა, რომ ტურნირი არ შედის მათ კალენდარულ გეგმაში.

აზერბაიჯანი არც გასულ წელს მინსკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობდა.

ფარიკაობის ჩემპიონატი ერევანში 15-19 აპრილს გაიმართება.

Leave a Reply