სომხეთი და რუსეთი საერთო საინვესტიციო პროექტებზე მუშაობენ

მოსკოვი და ერევანი საერთო საინვესტიციო ფონდის ფარგლებში საგზაო რუკის შემუშავებაზე მუშაობენ, ამის შესახებ რია ნოვოსტისთან ინტერვიუში სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა. მისი თქმით, პროექტების განსახორციელებლად ასევე დაფინანსდება ინტერნეტ ტექნოლოგიები და  ენერგეტიკული მიმართულებებიც.

სომხურ-რუსული საინვესტიციო ფონდის პროექტი 2017 წლის იანვარში წარადგინეს. ფონდის საქმიანობა ძირითადად მიმართულია იმ დარგების დაფინანსებაზე, ლომლებიც ორ ქვეყანას შორის სვაჭრრო ბრუნვის ზრდას შეუწყობს ხელს, და ასევე განავითარებს სამრეწველო თანამშრომლობას.

“რაც შეეხება ფონდს, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ბოლო დროს მისი წარმომადგენლები სომხეთში იყვნენ. თუ ვისაუბრებთ ინვესტორებისთვის საინტერსეო სფეროებზე, ესენია ITტექნოლოგიები, ენერგეტიკა, მაღალტექნოლოგიური წარმოება… ამ დროისთვის მხარეები მუშაობენ საერთო საგზაო სატრანსპორტო რუკის შემუშავებაზე” – აღნიშნა სარგსიანმა.

Leave a Reply