ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში მიემგზავრება

ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი, მიკაელ ჟანი 10-14 სექტემბერს, ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ესტუმრება. ამის შესახებ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიის დეპარტამენტი იტყობინება.

11 სექტემბერს მიკაელ ჟანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოჰრაბ მნაცაკანიანის შეხვედრა იგეგმება, შემდეგ მხარეები პრესკონფერენციას გამართავენ.

ფრანკოფონიის გენერალური მდივანი ვიზიტის განმავლობაში წიწერნაკაბერდის მემორიალს ეწვევა.