ასეთი იყო სასოფლო-სამეურნეო წელი ნინოწმინდაში

ნინოწმინდის რაიონის სასოფლო-სამეურნეო სფერომ შეაჯამა სხვადასხვა კულტურების მოსავლიანობის წლიური შედეგები.

ნინოწმინის რაიონში სულ 25 000 ჰექტარი სახნავი მიწაა, სხვადასხვა მიზეზის გამო არ მუშავდება მთლიანი ფართობი, გამოიყენება მხოლოდ 10 000 ჰექტარი.

2016 წელს ნინოწმინდის რაიონში კარტოფილი დაითესა 3 130 ჰეტქარზე, საიდანაც მიიღეს 60 000 ტონა მოსავალი. დაირგა 5 900 ჰექტარზე კულტურები-ქერი, ხორბალი, შვრია და მიიღეს მოსავალი- 2 ტონა/ ჰექტარი.

რაც შეეხება მეცხოველეობას, უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ წელს უფრო იზრდება რეგიონში რქოსანი საქონლის რაოდენობა. საერთო ჯამში, დაახლოებით 31 500 რქოსანი საქონელი, მათგან 25 000 ძროხაა. თუმცა წინა წლებთან შედარებით წვრილფეხა რქოსანი საქონლის რაოდენობა შემცირდა, რაიონში არის მხოლოდ 31 000 წვრილფეხა რქოსანი საქონელი. მიზეზი ისაა, რომ ცხვრის მატყლის ფასი დაბალია.

ხოლო მეფუტკრეობა წინა წელთან შედარებით, პირიქით გაიზარდა, რეგიონში არის დაახლოებით 3200 ფუტკრის სკა.

Leave a Reply