რუსეთმა და სომხეთმა მოილაპარაკეს შიდა პირადობით მოქალაქეების ორმხრივ ვიზიტებზე

რუსეთის მოქალაქეებს სომხეთში ჩასვლა შეეძლებათ შიდა პირადობის დამადასტურებელი საბუთით. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა სომხეთის პრემიერ კარენ კარაპეტიანთან მოლაპარაკებების შედეგად, წერს სააგენტო ТАСС-ი.

„ძალიან მნიშვნელოვნად ითვლება ჰუმანიტარული სფერო, ჩვენს ხალხებს შორის პირდაპირი კავშირის გაფართოება. მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შეძლებს სომხეთში შიდა პირადობით ჩასვლას, რის შესახებაც ხელი მოეწერა დოკუმენტს“,- განაცხადა მედვედევმა.

კარენ კარაპეტიანმა თავის მხრივ იმედი გამოთქვა, რომ გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობების განვითარებას.

„მე ვფიქრობ, რომ სომხეთი როგორც რუსეთის მოქალაქეების სავიზიტო ქვეყანა, მკაფიოდ უგულვებელყოფილია“- განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა, კარენ კარაპეტიანმა.

Leave a Reply