მთიანი ყარაბაღის კონსტიტუცია

20 თებერვალს დე ფაქტო  მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში ჩატარდა ახალი საკონსტიტუციო რეფერენდუმი, რომლითაც იგეგმება მმართველობის ფორმის შეცვლა ნახევდარ-საპრეზიდენტოდან საპრეზიდენტოზე.

Eurasianet.org-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ვაშინგტონელი ჟურნალისტი ემილ სანამიანი ამბობს, რომ ახალი კონსტიტუცია საკმარისი საზოგადოებრივი პოპულარობით სარგებლობს. ყარაბაღში არსებული პოლიტიკური ჯგუფების დიდი ნაწილი მხარდაჭერას გამოხატავს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტის 33 დეპუტატიდან 20-მა მხარი დაუჭირა.

ახალი კოსნტიტუციის მხარდამჭერთა თანახმად, აზერბაიჯანთან სამხედრო დაპირისპირების პირობებში საპრეზიდენტო სისტემა უფრო ეფექტიანია.

ყარაბაღში საკონსტიტიუციო ცვლილებების მიხედვით გათვალისწინებულია  ხუთ წელიწადში ერთხელ  საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

რადგან მთიან ყარაბაღში ბოლო არჩევნები ჩატარდა 2015 წელს, შემდეგი სამი წელი გარდამავალი პერიოდია, რომლის განმავლობაშიც პრეზიდენტი აირჩევა პარლამენტის მხრიდან სანამ ძალაში შევა ახალი სისტემა.

როგორც წერს სააგენტო civilnet.am მთიანი ყარაბარის  რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუცია, რომელიც მიიღეს 2006 წელს, და საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი პაკეტი მომზადებულია სომხეთის ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ახლა უკვე სომხეთის პარლამენტის აპარატის უფროსის, ჰრაირ თოვმასიანის მხარდაჭერით (შეიძლება თანხვედრაა, ან სულაც არა, მაგრამ თოვმასიანის მიერ წინა წელს შემოთავაზებულ ბოლო პროექტს ბევრი საერთო აქვს, წელს გაზაფხულზე, თურქეთში დაგეგმილ საკონსტიტიუციო ცვლილებების პაკეტთან).

ბაკო საჰაკიანის მიერ შესაძლო პრეზიდენტის თანამდებობის შენარჩუნება შეიძლება გახდეს რეცედენტი  სერჟ სარგსიანისთვის 2018 წლის ბოლოს პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ.

სომხეთში მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ სარგსიანი გახდება პრემიერი, ან უბრალოდ დარჩება მმართველი პარტიის სათავეში და გააგრძელებს მართვას კულუარებიდან. სტატიის მიხედვით, სავარაუდოდ ასე ბიძინა ივანიშვილი იქცევა საქართველოში.

Leave a Reply