უზბეკეთი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ისარგებლებს

2018 წლის დასაწყისში უზბეკეთი, იმ ქვეყნებს შეუერთდება, რომლებიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით სარგებლობენ, აღნიშნულია პრეზიდენტის შავტაკ მირზიეევის ბრძანებულებაში.

მირზიეევი თავისი ბრძანებულებით ამტიკიცებს უზბეკეთის ყოვლისმომცველი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და უცხოური სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაციის ტვირთგადაზიდვის 2018-2022 წლის პროექტს. პროექტი ასევე ითვალისწინებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით  საპილოტე სატრანზიტო გადაზიდვებს.

განხორციელების გრაფიკთან შესაბამისად, ტვირთის პირველი  გადაზიდვები 2018 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. პროგრამა ასევე ითვალისწინებს უზბეკეთის მონაწილეობას აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ერთობლივი სატრანზიტო დერეფნის ფორმირებაში.

Leave a Reply