რამილ საფაროვს, რომელმაც სომეხი ოფიცერი მოკლა, პოლკოვნიკ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა

რამილ საფაროვს, რომელმაც 2004 წელს ნატო-ს სწავლების დროს სომეხი ოფიცერი გურგენ მარგარიანი ცულით მოკლა პოლკოვნიკ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა, წერს აზერბაიჯანული მედია სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით.

მაიორი რამილ საფაროვი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააწინაურა და პოლკოვნიკ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭა.

უნგრეთში, სომეხუ ოფიცრის მკვლელობისთვის, საფაროვს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ 2012 წელს იგი აზერბაიჯანს გადასცეს, სადაც მას როგორც გმირს ისე დახვდნენ და პრეზიდენტის განკარგულებით მაიორის წოდება მიანიჭეს და საცხოვრებელი ბინა გადასცეს.

საფაროვის ექსტრადიციის შემდეგ, სომხეთმა გამოაცხადა, რომ უნგრეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტდა.

Leave a Reply