ერევანში სომხეთის პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლის არამ მანუკიანის ძეგლი გაიხსნა

17 ივლისს, სომხეთის პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლის არამ მანუკიანის ძეგლის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ძეგლი, “სახელმწიფოს მოედნის” ზემოთ  დაიდგა  და მისი არქიტექტორი დავით მინასიანია.

ცერემონიალს სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ეროვნული კრების თავმჯდომარე არა ბაბლოიანი, სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ მეორე და სხვა საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები ესწრებოდნენ.

არამ მანუკიანი სომხეთის პირველი რესპუბლიკის სახელმიწოფო და საზოგადო მოღვაწე (1918), უახლესი სახელმწიფოებრიობის დამფუძნებელი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სომხეთის მთავრობის წევრი და ვანის გამგებელი იყო.

“არამ მანუკიანმა თავისი მისია სრულად შეასრულა. ის არასოდეს  ცხოვრობდა საკუთარი თავისთვის, მისი ოჯახისა თუ ნათესავებისთვის. იგი ცხოვრობდა საკუთარი ერისთვის, იბრძოდა საკუთარი ხალხის მომავლისთვისა და კეთილდღეობისთვის და გარდაიცვალა როგორც, ემიგრანტი და უსახლკარო,” – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

Leave a Reply