ჩინეთის კომპანიის “ბეიჯინგ დეფენს” დელეგაცია 14-18 იანვარს სომხეთში იმყოფებოდა

4-18 იანვარს სომხეთში ჩინეთის დემოკრატიული რესპუბლიკის კომპანიის “ბეიჯინგ დეფენს” დელეგაცია იმყოფებოდა სომხურ-ჩინური სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხების განხილვის მიზნით.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის განმავლობაში ჩინეთის დელეგაციის შეხვედრები გაიმართა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკის და შეიარაღებული ძალების საინჟინრო ოფიცერთა დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან, ასევე სამხედრო ინდუსტრიული კომიტეტის თავმჯდომარებთან.

დელეგაციას სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უმასპინძლა. შეხვედრების განმავლობაში მხარეებმა კომპანია “ბეიჯინგ დეფენს”ის სამშვიდობო ძალების საინჟინრო ქვედანაყოფების შესაბამისი სამოსის, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოცნობის და ნეიტრალიზაციის მოწყობილობების მიწოდების შესაძლებლობების საკითხები განიხილეს.