სომხეთის პრემიერი ჩინეთს ესტუმრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 14-16 მაისს ჩინეთს ესტუმრება – იუწყება სომხეთის მთავრობის პრესსამსახური.

ამავე წყაროს ცნობით, ფაშინიანი შეხვდება ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინიპინს და სხვა ოფიციალურ პირებს და მონაწილეობას მიიღებს აზიის ცივილიზაციათა დიალოგის კონფერენციაში.

ჩინეთის მედია იუწყება, რომ ღონისძიებაში, რომელსაც 15 მაისს სი ძინპინი გახსნის, 47 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

radiotavisupleba.ge