ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში ჩავიდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩავიდა. ამ ღონისძიებას ასევე ესწრება აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

ბრიუსელში ჩასული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ლიდერებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკმი მიესალმა.