ჰრაირ თოვმასიანი სომხეთის კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს

The question and answer session between the deputies and members of the Government took place at the RA NA

პარლამენტის მიერ, 21 მარტს, კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარედ არჩეული ჰრაირ თოვმასიანმა პირველი განცხადება გააკეთა. იგი, სომხეთის პარლამენტმა ფარული კენჭისყრით, 64 ხმით, 27 -ის წინააღმდეგ აირჩიეს.

თოვმასიანმა გაგიკ ჰარუთუნიანი ჩაანაცლა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თამჯდომარე 25 წლის განმავლობაში იყო. ჰარუთუნიანი 5 მარტს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

“ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ერი თავისუფალი და ბედნიერი იყოს,” აღნიშნა მან განცხადებაში.

მადლობის სიტყვით გამოსვლისას კონსტიტუციური სასამართლოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ შაჰამირიანის “ვოროგაით ფარაც”-იდან, რომელიც სომხეთის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, სადაც პირველად სომხეთის ისტორიაში წარმოდგენილია კონსტიტუციური სამართლის ნორმების სრული და რეგულირებადი სისტემა, ციტირება გააკეთა.

“მაშინ, როდესაც სომეხი ერი ცხოვრობდა სამართლიანად და კანონიერად, წესით, თავისუფალი იყო და ბედნიერი. ეს სიტყვები აქტუალურია დღესაც და მე გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ თქვენთან ერთად, რომ ჩვენი ერი იყოს თავისუფალი და ბედნიერი”,- აღნიშნა მან.

სომხეთის მმართველმა”რესპუბლიკურმა” პარტიამ განაცხადა, რომ ის იქნება “საკონსტიტუციო სასამართლოს კარგი თავმჯდომარე”.

2015 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აირჩევა პარლამენტის მიერ ექვსი წლის ვადით, ხელმეორედ არჩევის შესაძლებლობის გარეშე. ეს ცვლილება ძალაში შევა 2018 წლის 9 აპრილიდან. შესაბამისად, შეცვლილი წესით არჩევა თოვმასიანს არ შეხებია, რადგან 47 წლის კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობაზე 21 მარტს აირჩიეს, იგი ძველი წესით, პოსტზე 65 წლის შესრულებამდე დარჩება.

Leave a Reply