ახალქალაქის წყლებში იოდის დეფიციტი აღინიშნება

ახალქალაქის რაიონის მოსახლეობში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ზრდა აღინიშნება, რაც ექსპერტების აზრით, ადგილობრივი წყლის რესურსებში იოდის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული.

ჯავახეთის მოსახლეობა წყლის ხარისხს არ უჩივის, თუმცა მასში საჭირო ვიტამინების და იოდის ნაკლებობა აღინიშნება. ადგილობრივებს ხშირად აწუხებთ კბილების პრობლემები, რაც წყალში იოდის ნაკლებობაზე მიუთითებს.

იოდი ორგანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლიც ადამიანის ორგანიზმში არსებული საკვები და წყლის რაოდენობაზეა დამოკიდებული. იოდის დეფიციტის შემთხვევაში, ორგანიზმში სხვადასხვა უარყოფითი პროცესები ვითარდება, ყველაზე გავრცელებულია ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. ფარისებრი ჯირკვლის  ნორმალური ფუნქციონირება, აუცილებელი ელემენტის, იოდის უკმარისობის გამო ირღვევა.

ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, რადგან აქ ლაბორატორიული ტესტები არ ტარდება. პაციენტები, ძირითადად, ერევანში ან თბილისში მკურნალობენ. თუმცა, ენდოკრინოლოგის ინგა მოსოანის აზრით, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე ადამიანების რიცხვი თანდათან იზრდება.

Leave a Reply