სტიპენდიები ჯავახეთის სტუდენტებისათვის

სომხეთის საგანმანათლებლო ფონდი  ჯავახეთის სტუდენტებისთვის  2018-2019 სასწავლო წლის  სტიპენდიების კონკურსს აცხადებს.

სტიპენდია მთლიანად ფარავს სწავლის საფასურს და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალურად დაუცველ სტუდენტებს აღნიშნული რეგიონიდან, მიიღონ უმაღლესი განათლება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის სტუდენტებს ჯავახეთიდან, რომლებიც ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებენ სწავლას 2018-2019 წლებში.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა სტიპენდიის განაცხადის წარადგენა სომხეთის საგანმანათებლო დაწესებულებაში 2018 წლის 1 მაისამდე.

Leave a Reply