წინასწარი მონაცემებით, ჰოლანდიის საბჭოს წევრების არჩევნებში 2 სომეხი კანდიდატი იმარჯვებს

” 21 მარტს, ჰოლანდიაში საბჭოს წევრების არჩევნების წინასწარი შედეგებით, ზღვარი 2-მა სომეხმა კანდიდანტმა გადალახა” – განაცხადა “სომხურ-ჰოლანდიური ორგანიზაციების ფედერაციის” პრეზიდენტმა მათო ჰახვერდიანმა.

ჰახვერდიანის თქმით, შედეგების წინასწარი გაანგარიშებით ენკჰაუზენისა და ამსტელვენის რეგიონში  საბჭოს წევრობის ზღვარი გადალახეს არშაკ მაზლუმიანმა და ტავროს ასლანიანმა, თუმცა საბოლო შედეგები  ცნობილი მოგვიანებით გახდება.

21 მარტს, ჰოლანდიის 300-ზე მეტ რეგიონში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა, რომლის დროსაც 13 სომეხი კანდიდანტი მონაწილეობდა. საბჭოს წევრების არჩევნებზე ქალი კანდიდანტებიც იყნენ.

Leave a Reply