დალოცვილი ყურძენი

მეხუთე საუკუნიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, აგვისტოს შუა რიცხვებში, კვირა დღეს სომხური სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს ღვთისმშობლის მიძინების ან ყურძნის დალოცვის დღესასწაულს. წელს ეს დღე 13 აგვისტოს დაემთხვა. სომხური სამოციქულო ეკლესიის 5 დღესასწაულთაგან მეოთხე, ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიაშიც აღნიშნეს.
ჯავახეთის არქიმანდრიტმა ბაბკენ სალბიანმა წირვა ჩაატარა, რომელსაც ახალქალაქელები და რეგიონის სტუმრები ესწრებოდნენ.
ლოცვისა და საგალობლების შემდეგ მამაომ სურბ ხაჩის ნიშნით აკურთხა „ხილთა მეფედ“ წოდებული ყურძენი, რომლისგანაც ღვინოს აკეთებენ (წმინდა ზიარების დროს ის ქრისტეს სისხლის სიმბოლოა).
სარიტუალო ცერემონიის შემდეგ დამსწრეებმა სახლში წაიღეს დალოცვილი ყურძენი, იმ რწმენით, რომ ღვთისმშობელი მათ გააძლიერებს.

jnews.ge

Խաղողօրհնեք կամ Աստվածածնի վերափոխում

Leave a Reply