ერევნის პოლიციამ “გაერთიანებული ჯავახეთის” ლიდერი ჩახალიანი დააკავა

SHAMSHYAN.com-ის ინფორმაციით ერევნის პოლიციის ნორ ნორქის საგამოძიებო განყოფილებაში 37 წლის ვაჰაგნ ჩახალიანის მიმართ ხულიგანობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ფოტორეპორტიორის  შამშიანის თქმით, 26 თებერვალს, “წმინდა გრიგორ განმანათლებლის” სამედიცინო ცენტრიდან პოლიციაში ზარი შევიდა და აცნობეს, რომ უცნობი მამაკაცი პერსონალს ეკამათებოდა და აგინებდა.

გაირკვა, რომ აღნიშნული მამაკაცი სომხეთისა და საქართველოს მოქალაქე, 37 წლის ვაჰაგნ ჩახალიანია, რომლიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პერსონალს და სამედიცინო ცენტრის მუშაობას ხელს უშლიდა.

ფოტოჟურნალისტის ინფორმაციით ჩახალიანი, რომელიც სახალხო ალიანსის “გაერთიანებული ჯავახეთის” თავმჯდომარეა ნორ ნორქის პოლიციის განყოფილებაში იყო გადაყვანილი, რომელიც მოგვიანებით ხელწერილით გაათავისუფლეს.

Leave a Reply