სომხეთის პრეზიდენტმა იაპონიის ელჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა

სომხური სააგენტო Armenpress-ის ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა 5 ივნისს, რწმუნებათა სიგელი გადასცა სომხეთში იაპონიის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს.

პრეზიდენტი მიესალმა ახლადარჩეულ ელჩს და აღნიშნა, რომ იგი დარწმუნებული იმაში, რომ ელჩი თავისი საქმიანობით ხელს შეუწყობს სომხურ-იაპონურ ურთიერთობების დღის წესრიგის მასშტაბების გაზრდას.

სარგსიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს იაპონიასთან და გეგმავს მრავალ სფეროში ეფექტურ თანამშრომლობას.

ელჩმა განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას შეუწყოს ხელი.

 

Leave a Reply