ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი ერევანში

ერევანში 25 ივლისს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“კონცერტი გაიმართა, რომელიც ქართულ-სომხური დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ეძღვნებოდა. სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიორგი საგანელიძის თქმით, ეს კონცერტი საქართველოს მთავრობის საჩუქარია.

„ვფიქრობ მაყურებელმა ამ კონცერტისგან დიდი სიამოვნება მიიღო და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. კულტურის სფეროში ჩვენ ჩვენი ურტიერთობები უფრო მეტად უნდა გავაღრმავოთ, რაც ორი ქვეყნის თანამშრომლობას უფრო გააძლიერებს. ეს ასევე ახალი თაობისთვის ერთმანეთის გაცნობის, მეგობრობისა და იმ ძმური ურთიერთობის გაგრძელების კარგი შესაძლებლობა იქნება“ – ამბობს ელჩი.

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის – შავარშ ქოჩარიანის სიტყვებით „ბოლო წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის კულტურულ სფეროში მსგავსი ღონისძიებები ხშირად არ ჩატარებულა და ახლა ამ დანაკლისის შევსების მცდელობაა. რა თქმა უნდა, სომხურ-ქართული თანამშრომლობა პოლიტიკის, ეკონომიკის სფეროში მაღალ დონეზეა, მაგრამ კულტურაც მნიშვნელოვანია, რადგან ხალხები ერთმანეთს სწორედ კულტურის მეშვეობით ეცნობიან“ – აღნიშნა შავარშ ქოჩარიანმა.

ფოტოები სომხეთში საქართველოს საელჩოს ფეისბუქის გვერდიდან

Leave a Reply