აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხური სოფლის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

უსაფრთხოების მიზნით მთავარი მაგისტრალის ბაღანისი-ვოსკეპარის  მონაკვეთი დროებით გადაიკეტა.

15 აპრილს, დაახლოებით, 14:00 საათზე აზერბაიჯანულმა მხარემ ტავუშის რეგიონის სოფელ ბაღანისის მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

“ამჟამად სახელმწიფოთაშორისი მაგისტრალის ბაღანისი-ვოსკეპარის მონაკვეთი დაკეტილია. ეს მოხდა უსაფრთხოების მიზნით. მანქანების მოძრაობა შემოვლითი გზით ხდება,” – განაცხადა ბაღანისის გამგებელმა ნარეკ საჰაკიანმა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მანამდე, 12 აპრილს, ტავუშის რეგიონის სოფელ ბაღანისის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, სატვირთო ავტომანქანის საქარე მინას სნაიპერმა ესროლა.

Leave a Reply