ინფორმაცია, იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლის ქურდობაში ბრალდებულები სომხები აღმოჩნდნენ სიცრუეა

ნეტგაზეთმა გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლის ქურდობაში ბრალდებულები ქართველების მაგივრად სომხები აღმოჩნდნენ სიმართლეს არ შეესაბამება.

ჟურნალისტების ცნობით, საქართველოს ხუთმა მოქალაქემ აგვისტოში მილანში რამდენიმე ბინა გაქურდა. მათ შორის არის იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინის მშობლების სახლიც. მედიის ცნობით, დაკავებულები ახალგაზრდები არიან და წარსულში ნასამართლევი არ ყოფილან.

როგორც იტალიური მედია იუწყება, ქურდებმა სალვინის მშობლების სახლში 14-15 აგვისტოს ღამით შეაღწიეს.

ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველები პოლიციამ 27 აგვისტოს დააკავა, როდესაც ისინი მილანის დატოვებას გეგმავდნენ. პოლიციელებმა მოპარული ნივთების ნაწილი იპოვეს, თუმცა მათი თქმით, ნაქურდალის უმეტესობა ბრალდებულებმა სავარაუდოდ, იტალიიდან უკვე გაიტანეს.

მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდებულები არა საქართველოს მოქალაქეები, არამედ სომხეთის მოქალაქეები არიან, რომლებსაც საქართველოს ყალბი პასპოტები ჰქონდათ. ეს ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ბრალდებულებს თარჯიმანი მიუყვანეს და ქართულად ლაპარაკი არ ესმოდათ.

ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, რომ ქურდობაში ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეები არიან.

როგორც მედია წერს, ისინი კრიმინალური დაჯგუფების წვერები არიან, რომლებიც ევროპის ქალაქებში დადიანდ და ბინებს ძარცვავენ. მათი სქემა ასეთია:  ჩადიან სხვადასხვა ქალაქში, უკავშირდებიან ადამიანს, ვინც მათ დააბიანავებს, ძარცვავენ სახლებს და სხვა ქალაქში მიდიან ქურდობისთვის.