პატარა, მაგრამ ძალიან მნიშნელოვანი დაზუსტება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველმა ჟირაირ ლიპარიტიანის განაცხადებას ავრცელებს hetq.am  სააგენტო.

„აპრილის დასაწყისში განახლებულმა საომარმა მოქმედებებმა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა და აზრთა სხვადასხვაობა გააჩინა. 1994 წლის მაისში, მთიან ყარაბაღში რუსეთის მაშინდელი სრულუფლებიანი წარმომადგენლის და ეუთოს მინსკის ჯგუფის რუსეთის ყოფილი თანათავმჯდომარის, ვლადიმირ კაზიმიროვის დიდი ძალისხმევით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება პოლიტიკური და დიპლომატიური განხილვების საკითხად  იქცა.

ომის დღეებში და შემდგომაც, ერევანმა და სტეფანაკერტმა  თავიანთი დიპლომატიის საფუძვლად აიღეს აზერბაიჯანის მიერ ამ შეთანხმების დარღვევის ფაქტი. ისინი ამ შეთანხმებაში ხაზს უსვამდნენ „უვადობის“ ფაქტს. ასეთი განცხადებები ჩვენი მხრიდან იყო როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ  წყაროებში. ამ კუთხით თავს ვალდებულად ვთვლი, გავაკეთო ერთი შესწორება, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის უმნიშვნელო იყოს, მაგრამ,  ჩემი აზრით, ის ძალიან მნიშნელოვანია.

1994 წლის მაისის დოკუმენტში აქცენტი კეთდება ორ პუნქტზე: ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება და 30- დღიანი ინტენსიური მოლაპარაკებები, რომელთა მიზანი უფრო ფართო პოლიტიკური დოკუმენტის მიღებაა. მაისში მიღწეულ შეთანხმებაში  არ არის ნახსენები სიტყვა „უვადო“ ან მსგავსი მნიშნელობის სხვა სიტყვა. ეს, როგორც მინიმუმ, გაუგებრობის საგანს წარმოადგენდა მხარეებისათვის. ეს 30 დღე ცეცხლის შეწყვეტის ვადას წარმოადგენდა? რა მოხდებოდა ამ ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის შემდეგ? მით უმეტეს, როდესაც  არავის  ჰქონდა  მოლოდინი იმისა, რომ იმ ერთი თვის განმავლობაში სერიოზული პოლიტიკური შეთანხმება იქნებოდა მიღწეული.

მაისში ხელმოწერილ დოკუმენტებს  პოლიტიკური საკითხების ირგვლივ ინტენსიური მოლაპარაკებები  არ მოჰყოლია. იყო  მხოლოდ  რჩევები ეუთოს მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის  გამაგრებისათვის, რომელთაც ძალა არ ჰქონდათ და საბოლოოდ მხოლოდ რჩევებად დარჩნენ.

როგორც მახსოვს,  სამივე დედაქალაქი  მონდომებული იყო, განეხილა მაისის შეთანხმება, როგორც  დროებითი  ცეცხლის შეწყვეტის გარანტი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ იყო დამატებითი  დოკუმენტის საჭიროება, რაზეც სამივე მხარემ დაიწყო მუშაობა.

საბოლოოდ,  მინსკის ჯგუფის „უუნარობამ“ და რუსეთის მხრიდან ახალი ნაბიჯების არარსებობამ  ერევანს გადააწყვეტინა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დასაზუსტებელი ხელშეკრულების დადებისთვის ბაქოსა და სტეფანაკერტთან პირდაპირი მოლაპარაკებით მიეღწია. ამ მიზნით ერევანმა გადადგა რამდენიმე დიპლომატიური ნაბიჯი – უპირველეს ყოვლისა,  მინსკის  ჯგუფის დახმარებით. მინსკის ჯგუფმა  დადებითად ვერ  უპასუხა ერევნის გადადგმულ ნაბიჯებს, ამასობაში კი  რუსეთმა, რომელიც ძალიან ახლოს იყო სომხეთის გეგმის ჩავარდნის ხელშეწყობასთან, ითავა მედიატორის როლი.

ერევანს მყარი პოზიცია ჰქონდა. მან მიმართა ბაქოსა და სტეფანაკერტს პირდაპირი მოლაპარაკებების  დაწყების შეთავაზებით  და წარმატებასაც მიაღწია. 1994 წლის 28 ივლისს  სამივე მხარემ ხელი მოაწერა ახალ დოკუმენტს. ამ დოკუმენტში პირველად იყო გამოყენებული გამოთქმა, რომელიც   „უვადო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების“ კონცეფციას შეესაბამება. ეს დოკუმენტი  კიდევ ერთხელ ადასტურებს მაისის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, 30- დღიან ინტენსიურ მოლაპარაკებებს და ამატებს კიდევ ერთ პუნქტს. „დაპირისპირებული მხარეები შეთანხმებულ ვადებში აპირებენ, დააფიქსირონ ცეცხლის შეწყვეტის მიხედვით   ნაკისრი ვალდებულებები, რაც ითვალისწინებს სამხედრო ქმედებების სრულად შეწყვეტას„.

ამ დოკუმენტში   მხარეები პირველად, საკუთარი ნებით  შეთანხმდნენ, შეინარჩუნონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება  დაპირისპირებული მხარეების პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერამდე. ეუთოს ჯგუფის წევრებმა, რუსეთის ჩათვლით, გადაუხვიეს ამ დოკუმენტიდან, როდესაც   სომხეთის რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობების სამინისტრომ წერილით მიმართა ეუთოს პრეზიდენტს და დოკუმენტი გააცნო.

უფრო მეტიც, ყველანაირი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ერევნის ინიციატივით და  პირდაპირი მოლაპარაკებების მეშვეობით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ  ივლისის შეთანხმებიდან 30 დღის შემდეგ ახალი განცხადება გააკეთა, რომელიც ადასტურებდა ივლისის შეთანხმების ცვლილებას და ხაზს უსვამდა მის მნიშვნელობას, კერძოდ, ცეცხლის შეწყვეტის პროცესის შენარჩუნებას პოლიტიკური ხელშეკრულების გაფორმებამდე.

ორი შენიშვნა: პიველი, ეს დაზუსტება მნიშნელოვანია არა მარტო ისტორიისთვის არამედ მნიშნელოვანია, გავიგოთ სხვადასხვა ავტორების როლი, ცეცხლის შეწყვეტის  მნიშვნელობა და მეორე,   იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ დოკუმენტთა კრებული შეიძლება უმნიშვნელო ყოფილიყო ან საერთოდ დაკარგული, ჩემი ასლებიდან შემდგარი მთლიანი პაკეტი საჭირო განმარტებებით ჩავაბარე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, როდესაც ბაქოში დაიწყეს იმის მტკიცება, რომ აზერბაიჯანს არ აქვს არანაირი ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის გრძელვადიან შეთანხმებაში.

ფოტო: hetq.am

Leave a Reply