სომხეთის ომბუდსმენმა ევროპის საბჭოს მთავარ მდივანს აზერბაიჯანის მიერ  ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური დარღვევების ნუსხა წარუდგინა

როგორც საინფორმაციო სააგენტო araratnews.am იუწყება, 12 მაისს სტრასბურგში სომხეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებებათა დამცველი არმან თოთოიანი ევროპის  საბჭოს მთავარ მდივან თორბიორნ იაგლანდინს შეხვდა.

არმან თათოიანმა ევროპის საბჭოს მთავარ მდივანს წარუდგინა აპრილის დასაწყისში აზერბაიჯანის მიერ წამოწყებული სამხედრო აგრესიის დროს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის  მოსახლეობის მიმართ ჩადენილი ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დარღვევების ნუსხა.

ომბუდსმენმა  თორბიორნ იაგლანდს ასევე წარუდგინა აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სისასტიკი ქცევის კონკრეტული მაგალითები და  გადასცა მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენის  ანგარიში, რომლიც ამ მოქმედებების ანალიტიკური ანგარიშია.

არმან თოთოიანმა ასევე აღნიშნა, რომ  აზერბაიჯანის მიერ განხორცილებული  აგრესიული პოლიტიკა ეროვნებით სომხების მიმართ სიძულვილისა და ძალადობის ნიშნებს შეიცავს  და მოაქვს დამღუპველი შედეგები, რაც ხელს შეუშლის ევროპის საბჭოს სამართალდამცავ სისტემას. აღსანიშნავია, რომ ეს პოლიტიკა წახალისებულია სახელმწიფო დონეზე და სრულიად შეუმწყნარებელ ხასიათს ატარებს.

შეხვედრაზე დაფიქსირდა აზრი, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა დაუშვებელია ნებისმიერ შემთხვევაში და უფლებების დაცვა არ სცნობს პოლიტიკას ან საზღვარს.

ფოტო: araratnews.am

Leave a Reply