სომხეთის იუსტიციის მინისტრმა პრეზიდენტისა და პრემიერის არჩევის ახალი წესები ახსნა

სომხეთის იუსტიციის მინისტრმა, დავით ჰარუთუნიანმა სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “ორაკარგ” ახალი კონსტიტუციის თანახმად სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და პრემიერის არჩევის წესი განმარტა.

მინისტრის თქმით, პრეზიდენტის კანდიდატად წარდგენილი იქნება დეპუტატების ¼, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატებიდან ერთ-ერთი მიიღებს ხმების ¾, ანუ 75%-ზე მეტს , ის არჩეულ პრეზიდენტად ჩაითვლება.

თუ პრეზიდენტობის  კანდიდატებიდან ვერცერთი ვერ მიიღებს აღნიშნული რაოდენობის ხმებს, მეორე ტურში, ბარიერი დაიწევა და პრეზიდენტად აირჩევა კანდიდატი ხმების 3/5-ით, რაც 60%-ს შეადგენს. მინისტრის ინფორმაციით, თუ მეორე ტურითაც პრეზიდენტი ვერ აირჩევა, მესამე ტურში კენჭისყრის უფლება აქვთ მხოლოდ ხმების მაქსიმალური ოდენობის მქონე ორ კანდიდატს და პრეზიდენტად აირჩევა ის ვინც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

დავით ჰარუთუნიანის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის არჩევა სხვა მექანიზმს გულისხმობს, რადგან ის მეტად პოლიტიზირებული სახეა.

“პრემიერობის კანდიდატებს წარადგენენ კოალიციები, პრემიერად აირჩევა ის კანდიდატი, ვინც დეპუტატების ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. თუ რომელიმე კანდიდატი ვერ მიიღებს საჭირო ხმას 7 დღის ვადაში, მე-7 დღეს გაიმართება ახალი კედინჭისყრა ახალი კანდიდატებით,  და ამ შემთხვევაში პრემიერობის კანდიდატად წარდგენის უფლება დეპუტატების 1/3-ს ექნება”,- აღნიშნა მინისტრმა.

პრემიერის არჩევიდან 15 დღის განმავლობაში უნდა ჩამოყაიბდეს მთავრობის ახალი კაბინეტი. პრემიერ-მინისტრს ირჩევს პარლამენტი. მას აქვს ასევე უფლება უნდობლობა გამოუცხადოს პრემიერს.

Leave a Reply