საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოში სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარგსიანთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილა.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას, ასევე კულტურულ თანამშრომლობას. პრეზიდენტებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები ტექნოლოგიების, სურსათის უვნებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.