სომხეთი თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, დაგეგმილია თავდაცვის ხარჯების გაზრდა. ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა 25.3% -ით იგეგმება.

ცნობისთვის, 2019 წლის სომხეთის თავდაცვის ბიუჯეტი 630 მილიონი აშშ დოლარი იყო.