სომხეთისა და ყარაბაღის პირველი პრეზიდენტების შეხვედრა

3 აპრილს სტეფანაკერტში (ყარაბაღი)სომხეთის რესპუბლიკის პირველი რპეზიდენტის ლევონ ტერ პეტროსიანისა და ყარაბაღის პირველი პრეზიდენტის ბაკო საჰაკიანის  შეხვედრა  გაიმართა – იუწყება ilur.am, სომხური ეროვნული კონგრესის პრეს-სპიკერ არმან მასინიანზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, რომ ლევონ ტერ პეტროსიანი, სომხეთის ეროვნული კრების ყოფილ თავმჯდომარე ბაბკენ არარქციანთან ერთად 2 აპრილს მთიან ყარაბაღს ეწვია.

შეხვედრასთან დაკავშირებით მთიანი ყარაბაღის რესპულლიკის პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა გაავრცელა  შეტყობინება – „3 მაისის შეხვედრაზე განხილული იქნა  მთელი რიგი საკითხები, ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ საზღვარზე 2-5 აპრილამდე მოწინააღმდეგის მხრიდან გაჩაღებულ ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა საჰაკიანმა ხაზი გაუსვა ამ მძიმე დღეებში პოლიტიკური ძალების მხირდან გამოჩენილ ერთიანობასა და მათ როლს ჩვენი ხალხის წინაშე შექმნილი პრობლემების გადაწყვეტის საკითხში“.
ფოტო:artsakhpress.am

Leave a Reply