პოლონეთის სენატის დელეგაციის ვიზიტი წიწერნაკაბერდში

პოლონეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და პოლონეთის სენატის ევროკავშირის დელეგაცია, სომხეთის ეროვნული საბჭოს სომხეთისა და პოლონეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ვაჰან ჰარუთიუნიანის, საგარეო ურთიერთობების მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრის შირაკ თოროსიანის და სომხეთში პოლონეთის ელჩის პაველ ჩეპლაკის თანახლებით, 18 მარტს, წიწერნაკაბერდის მემორიალურ კომპლექსს ეწვივნენ.

პოლონეთის საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარეკ როცკინმა 1915 წლის სომხების გენოციდის მემორიალი პოლონეთის სენატის სახელით გვირგვინით შეამკო.

სტუმრებმა ასევე მოინახულეს სომხების გენოციდის მუზეუმი, გაეცნენ გენოციდის ამსახველ დოკუმენტებს და დაათვალიერეს გამოფენილი ექსპონატები.

“აღფრთოვებული ვარ. ძნელია ამ ადგილის გულგრილად დატოვება”, – განაცხადა მარეკ როცკინიმ.

Leave a Reply