არცახის პრეზიდენტის შეხვედრა ვაშინგტონის სომხურ თემთან

ბაკო საჰაკიანი ვაშინგტონში

არცახის პრეზიდენტი ბაკო საჰაკიანი, 18 მარტს, ვაშინგტონში “წმინდა მარიამის” და “წმინდა ჯვრის” ეკლესიებს ეწვია.

საჰაკიანი სადღესასწაულო წირვას დაესწრო, ასევე შეხვდა მრევლის საბჭოს და ადგილობრივი სომხური საზოგადოების წარმომადგენლებს. შეხვედრის დროს განიხილეს არცახის და სომხური დიასპორის ურთიერთკაავშირები და სხვადასხვა სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები. 

შეხვედრის დროს ბაკო საჰაკიანმა ხაზგასმით აღნიშნა ვაშინგტონის სომხური თემის როლი და მნიშვნელობა დიასპორის საკითხებში. პრეზიდენტმა მათ  არცახის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

Leave a Reply