ჯავახეთში მცხოვრები სომხები ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან

ჯავახეთში სომხური რეესტრის დონორთა ფონდი 76 ადამიანით შეივსო. საქველმოქმედო ფონდმა – „ძვლის ტვინის დონორთა სომხური რეესტრი“ – 3 და 4 მარტს, ჯავახეთში (ახალქალაქი, ნინოწმინდა, ახალციხე)  დონორების რეგისტრაცია პირველად ჩაატარა. ჰუმანიტარული მიზნით დონორების ორდღიან რეგისტრაციაში 76 სომეხი მოხალისე იღებდა მონაწილეობას. ეროვნებით სომეხი მოსახლეობა არა მხოლოდ ფონდის პროექტით – მისი ისტორიით დაინტერესდა, არამედ მზადყოფნა გამოთქვა მსოფლიო სომხურ ოჯახს შეუერთდეს.

საქველმოქმედო ფონდის – ABMDR-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – სევაკ ავაგიანმა და სისხლის დონორთა რეგისტრის სამედიცინო დოქტორმა – მიჰრან ნაზარეთიანმა  ლექცია წაიკითხეს და დამსწრე საზოგადოებას რეესტრის საქმიანობის, მისი მნიშვნელობისა და მიღწევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ფონდი უკვე 17 წელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ლეიკემიითა და სისხლის სხვა ავთვისებიანი დაავადებების მქონე სომხებსა და სხვა ეროვნების ადამიანებს, ან ამ საშინელი სენის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.

ორდღიანი ღონისძიების ჩატარების ინიციატიავა, საქართველოს სომხური დახმარების გაერთიანების თავმჯდომარეს  – კარინა თადევოსიანსა და ამავე გაერთიანების სხვა წევრებს ეკუთვნით. ღონისძიება ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის ახალგაზრდულ – კულტურულ ცენტრებში ჩატარდა.

„ძვლის ტვინის დონორთა სომხური რეესტრი“ 1999 წლიდან, როგორც დამოუკიდებელი, არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაცია ფუნქციონირებს. მისი მისია და მიზანია სისხლის ონკოლოგიური დაავადებების მქონე სომეხ და სხვა ეროვნების ბავშვებს გამოჯანმრთლების შანსი გენეტიკურად შესაფერისი ძვლის ტვინის დონორის იდენტიფიცირებითა და სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის მეშვეობით მიეცეთ.

დღეისათვის ფონდში   28 00 დონორია დარეგისტრირებული, წერს სააგენტო jnews.ge.

Leave a Reply