Stratfor: რუსეთი დაინტერესებულია სომხეთში სტაბილურობით

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის  Stratfor- ის ანალიტიკოსები საუბრობენ სომხეთში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე.

Stratfor-ის ექსპერტებმა პრიველ მაისის ქამოაქვეყნეს ანალიტიკური სტატია სათაურუთ: “როგორ იმოქმედებს სომხეთის საპროტესტო აქციები რუსეთზე?”

ავტორები პირველ რიგში აღნიშნავენ, რომ რუსი წარმომადგენლები ბოლო კვირების განმავლობაში სომხეთის ხელისუფლებასთანაც და ოპოზიციასთანაც ურთიერთობდნენ.

“სომხეთში პოლიტიკური კრიზისის დროს რუსეთს აღარ აქვს დამკვირვებლის სტატუსი. მოსკოვი აქტიურად თანამშრომლობს ყველა წამყვან პოლიტიკოსთან, როგორც მთავრობასთან, ასევე ოპოზიციის ლიდერებთან, ბოლო საპროტესტო აქციების დროს “, – აღნიშნულია სტატიაში.

“მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკის მკვეთრი ცვლილება ნაკლებად სავარაუდოა, ამ ქვეყნის კრიზისმა შეიძლება შეიქმნას პრობლემები რუსეთისთვის უახლოეს მომავალში. იმის გამო, რომ სომხეთსა და რუსეთს პოლიტიკური სისტემებისა და კულტურის თვალსაჩინო მსგავსება აქვთ, მოსკოვი ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს”, – ამბობენ Stratfor-ის ანალიტიკოსები.

Leave a Reply