რუსეთზე დამოკიდებული ენერგოუსაფრთხოება

ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის ანალიტიკოსის, მამუკა წერეთლის აზრით, სომხეთის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოება რუსეთზე უკიდურესად არის დამოკიდებული.

მეზობელ ქვეყნებზე გავლენის შესუსტება მოსკოვის ინტერესებში არ შედის, ამბობს წერეთელი. მეტიც, სამხრეთ კავასიაში ენერგეტიკული უსაფრთხოების დამყარება იქამდეა შეუძლებელი, სანამ ყარბაღის კონფლიქტის დარეგულირების გზა არ მოიძებნება.

„ამ კონფლიქტის დარეგულირებაში ყველა მხარეა დაინტერესებული – სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ევროკავშირი, აშშ და თურქეთი, რომელიც, სხვათა შორის , სომხეთთან საზღვრის გახსნას შეძლებდა“ – ამბობს წერეთელი.

Leave a Reply