სერჟ სარგსიანი და ბაკო საჰაკიანი ყარაბაღის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სამხედრო ნაწილებს ეწვივნენ

სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტები, სერჟ სარგსიანი და ბაკო საჰაკანი მთიანი ყარაბაღის ცენტრალურ და აღმოსავლეთით მდებარე რამდენიმე სამხედრო ნაწილს ესტუმრნენ, სადაც ჯარისკაცებს შეხვდნენ და მათ ყოველდღიურობას გაეცნენ.

სარგსიანმა და საჰაკიანმა სამხედრო წვრთნები დაათვალიერეს, მთელი რიგი ყაზარმების და სხვა ობიექტების საზეიმო ცერემონიალებს დაესწრნენ, ნათქვამია მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სერჟ სარგსიანი და ბაკო საჰაკიანი საგანმანათლებო ცენტრ “ასპარეზს”ეწვივნენ, სადაც მათ წარმოადგინეს ახალი სომხური სამხედრო ტექნიკის ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლები, იტყობინება სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.

პრეზიდენტებმა ასევე, ცნობილი მეთაურის, მარშალ ბაღრამიანის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტეფანაკერტში მდებარე მის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.

Leave a Reply