ზედმეტი მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, ფრონტის ხაზის გარკვეული ნაწილებიდან ჯარი გავიყვანეთ – არცახის პრეზიდენტის სპიკერი

არცახის პრეზიდენტის სპიკერმა ვაჰრამ პოღოსიანმა ფეისბუქის თავის გვერდზე, ფრონტის ხაზის გარკვეული ნაწილებიდან ჯარის გაყვანის შესახებ განცხადება გაავრცელა.

“ზედმეტი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ფრონტის გარკვეული მიმართულებებით, თავდაცვის მიზნით, თავდაცვის არმიამ ჯარი გაიყვანა, რათა:

ა) თავიდან ავიცილოთ ზედმეტი მსხვერპლი.

ბ) უფრო მეტი ზიანი მივაყენოთ მტრის ჯარს.

მიღწევები ორივე თვალსაზრისით მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ განაცხადა არცახის პრეზიდენტის სპიკერმა.

მისი თქმით, არცახის არმიის სარდლობა ბრძოლას პროფესიონალურად აგრძელებს.

„შორს არ არის ის დღე, როცა  დავინახავთ, როგორ იწევს უკან მტრის შეშინებული დაშლილი არმია. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ჩვენ არ გავჩერდებით“, – წერს ვაჰრამ პოღოსიანი.