ფერმერების გასაჭირი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ცივმა გაზაფხულმა და მშრალმა ზაფხულმა თივისთვის არახელსაყრელი პირობები შექმნა. მოსახლეობა შეშფოთებულია, მათ საქონლის გამოკვებაზე ორმაგი თანხის დახარჯვა მოუწევთ.
ნინიწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც აქვთ ფერმები, მოსახლეობა ზაფხულის განმავლობაში თიბავს ბალახს, რომ ზამთარში თივით კვებოს საქონელი. თივის არასაკმარისი რაოდნობა სერიოზულ პრობლემებს შექმნის, რადგან მოსახლეობის 80%-ის ძირითადი საქმიანობა სწორედ მეცხოველეობაა.
მოსახლეობის თქმით, თივის შეკვრის ფასი 6-8 ლარს შეადგენს და თუ გლეხს მისი დამატებით შეძენა მოუწევს, ეს გავლენას მოახდენს ოჯახის ბიუჯეტზე.
რაც შეეხება ხორბლის მოსავალს, მოსახლეობის თქმით, წელს იმის ნახევარიც არ არის, რაც შარშან იყო.უამინდობის გამო ცუდი მოსავალი მიიღეს , რაშიც საშუალოზე დაბალი ხარისხის მარცვალი იგულისმება.
დღევანდელი მონაცემებით მარცვლეულის ფასი 60-65 თეთრია.

jnews.ge

На животноводство необходимо больше расходов

Leave a Reply