ჰიქმეთ ჰაჯიევი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ოპერატიული კავშირები სახელმწიფო, საგარეო ან თავდაცვის მინისტრების დონეზე არ არის დამყარებული

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ოპერატიული კავშირები სახელმწიფო, საგარეო ან თავდაცვის მინისტრების დონეზე არ არის დადასტურებული. აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო ტრენდის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კავშირი უფრო დაბალ დონეზეა დამყარებული და მხოლოდ ოპერატიულ შემთხვევბში გამოიყენება.

“სომხეთი და აზერბაიჯანი მოწინააღმდეგე მხარეები არიან და კონფლიქტის მოგავრებას მოლაპარაკებებით ცდილობენ, ამიტომ ასეთი კონტაქტები ნორმალურია”, – განაცხადა ჰაჯიევმა.